ჟოჟო და ჟუჟუ


ჟოჟო და ჟუჟუ აჟუჟუნებენ-
თვალებს წრუპავენ ყვავილს ალუბლის.
სტინგი ამძაფრებს ვაჟურგუნებებს,
ჯუნიორ ბზიკებს ტაში ჟალუზის.

მე როგორც ტრფობის მუშა ფუტკარი,
ვარდებს , იებით ვამტვერიანებ.
სკაში მახრჩობდა გუშაგს ფუტქარი,
ღმერთთან სანთელი მაწევრიანებს.

გამოხდილია სანთლის არაყი,
ცამ მაჭიკჭიკა მენტორი ჩუმი.
ლექსს დავუტოვებ წასვლისაც რაყიფს,
დათაფლულ რითმებს ტენტორიუმის.

დედო ფუტკარი ღალიან ლექსით,
სკიდან გამოვა იქვე მართვეთი.
გადაღლილია ქალი ალერსით,
ბზიკებს უტარებს პირველ გაკვეთილს.

ჯოჯოხეთში ვარ სამოთხის მწერი,
გულზე დინდგელის საფენს მადებენ.
არავისზე ვარ შემდეგ მიმწერი,
ფუტკარს ბზიკივით რაფერ მაგდებენ.

მზემ ცისარტყელის გრძელი ხორთუმით,
ღრუბლების ფთილებს წრუპა ნექტარი.
შეკრეს ფუტკრებმა ფრთები ხორუმის,
გმირსაც და მტერსაც ღუპავს ნესტარი.

გაღებულია ათასი ბჭეო,
გაგდებულივარ ათასერთიდან.
თაფლი წავისვი და ვჭამდი ჭეოს,
ვიბრუნებ აფხაზს აფხაზეთიდან.

შეშუპებული ნაკბენი გული,
ლამის გამისკდეს საპნის ბუშტივით.
ცისფერი გუნდა ნაწყენი სრული,
ჩამოვარდნია აპნისს ბურთივით.

ჩემი სხეულის საფლობი გეა,
სულს შეინახავს გოლეულის ცა.
ღამე პოეტის თაფლობის თვეა,
ცოლს მზითვად მოსდევს ცოლეულიცა.

გაყვითელმუცლდა ცამ ჟუჟუობით,
ნამგალა მთვარე იელებს ჭრიდა.
მაწვიმს წამები ჟამჟუჟუნობით,
მაისის თაფლი იერებს სჭირდათ.

სტინგი ამძაფრებს ვაჟურგუნებებს,
ჯუნიორ ბზიკებს ტაში ჟალუზის.
ჟოჟო და ჟუჟუ აჟუჟუნებენ-
თვალებს და უყვართ ჟვავი ალუბლის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი