0 20

ეიფელის


პიზის კოშკის რევერანსი,
კეკლუცობა ეიფელის.
მწვავს ვენერას რენესანსი,
ვიფერფლები სეიფელი.
შენ დამახრჩობ სენ-მიშველი,
გადავიღოთ ეი! სელფი.
ბასტილია სენ-მიშელი,
მცველებია ეიფელის.
მთვარეს ხურავს თხელი ფესი...
კაბას იხდენს სარო კოკოს.
ამ სიმაღლეს ეიფელის,
სახლს ვუშენებ საროკოკოს.
ღმერთმა ნუ ქნას დამავიწყოს,
ლეთამ ელფი ფეისელი.
ასპიროზმა დამაწყვილოს,
მე, ვენერა ეიფელის.
კომენტარები (0)