ამბორმანი


მეაბასთუმნე ჰაერო ვანის..
რითმა მაჩუქე თავბოლოვანი.
გოგოს გესროლე ჰაეროვანი-
კოცნა მაჩუქე ამბოროვანი.
მზე ღრუბლის ჩადრში იმალებოდი,
მთვარემ ცისარტყლის ხელზე გემთხვიე.
გულში ქუხილი იბადებოდი,
ელვამ ხელები წელზე მე მხვიე.
წვიმის წვეთები -თვალთა ჟურების-
კოცნით სახეზე მეჯვარებოდნენ.
და მზის ცისფერი აბაჟურები,
წითელ პოეტებს ეჯავრებოდნენ.
მუმია ვერლიბრს ვიუჯერხელებ,
მოხსნეს წერაში ანტი რეკორდი.
მე დავაჯობებ ნიუჯერსელებს,
მიწაზე კოცნით -ვატირე კორდი.
ტუჩები გიმღერს ბესამე მუჩოს,
ვიღაც უვიცი მოკლავდა ლორკას.
მთვარემ მინდა მზეს მესამედ გტუჩო,
ქორწილმა გვითხრას..გორკა და გორკა.
როცა გაგიცან იამო ვარდი,
ყველაზე მხურვალ დებიუტ კოცნით.
ლამის ჩემიდან კი ამოვარდი,
ჩემს ლექსს მომავალს წლები უტყორცნის.
ტუჩები სუსხით გამაყინვინე,
რადგან შეხვედრით მეჟამშორები.
სამეფო კოცნით დაგაგვირგვინებ
და შუბლზე ნაზად გეამბორები.
ლექსებს ყვავიც ვერ გადამიკორტნის,
რითმაც არავინ გადაირიოს.
სატანაც ფეხებს გადამიკოცნის,
ოღონდ მისკენ რომ გადამიბიროს.
იგლუს ქოქებში რა უცნაურად,
ცხვირკოცნაობენ ესკიმოსები.
მაისის ლექსი გაფურჩქნავს სურათს
და პეპლის კოცნით შეიმოსები.
ამბორს გიმიზნებ სნაიპერი და
შენი სიმორცხვე მონტანურია.
ძეგლებს უდგამენ თაიმსკვერებში,
კოცნა რომელიც სპონტანურია.
კოცნას გიგზავნი ვირტუალურად,
ხელზე გიყვავის საფოს ტიტები.
მზეზე ლამაზო ვიზუალურად,
შენში სახლობენ აფროდიტები.
ბევრი პოეტის ქილერად მოჩანს,
რომ საქართველო მიერთბილისებს.
ჩემი ტუჩების ფილემატომანს,
იცი?ყველა დღეს გიექვსივლისებ.
არისტოკრატობ თოთო ვენაში,
წვიმა ზემოდან მექცევბოთლება.
მსურს მტლაშამტლუშით ფოთოლცვენაში,
ტუჩები კოცნით გვექცეს ფოთლებად.
მგზნებარე კოცნა ვარგა ფრანგული,
ხმა ეიფელის შორიდან ისმის.
გული უგულოდ არგაფლანგული,
მიფეთქავს ერთი,ორი და kiss me.
სამ თითზე კოცნით ბაგებორონა,
ტუჩებით წრუპვას ჯერ ვერ ისწავლის.
თვითაალებად ბაგებკოცონას,
უფრო აალებს ცრემლების ჭავლი.
იგრეკს გრაფიკად იქსი ებურა,
თოფმა იქუხოს გადაზეტებით.
როცა გეხვევი იქსისებურად,
გადამეჯვარე გადამეტებით.
მზემ ოაზისი მიუდაბნოვა,
ღმერთო ნუ მტოვებ არმისავლიანს.
დემენტორის და იუდას კოცნა,
რომ არასოდეს არ მისწავლია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი