უბათუმოდ
მტერი მტრედად, ანგელოზად გევლინებათ, ოფოფად რომ თავს გაჩვენებთ, ბუა უთმოდ. მას დაარქვით კობრა,ბოა,გველი გნებავთ. ის დაგვახრჩობს -შავ ზღვაში -გვშობს უბათუმოდ. მე არ მინდა გაფიქრებაც,თუმცა ღალატს- - რას გაუგებ,იქნებ ჩუმად ბუას უთმოს. ვინც იხრჩობა, გამოვტაცოთ უცბად ტალღას, ნუ დავტოვებთ საქართველოს უბათუმოს. ყველას ვარცხვენ, რომ გვყავს ბევრი საბითურო. მე-სა-ბუთით მტერს დავმარხავ უთაბუთოდ. აბრაც ბაზრობს ბათუმია საბითუმო?! ღმერთო ყოფნა! არ მოგვასწრო, უბათუმოდ!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი