მოსწავლის ლექსი
გადაჭედილა ცა ვარსკვლავებით, მთვარემ გაშალა ზედა გოგები. ცოდნა მომხვიეთ ნასწავლ მკლავებით და წიგნით მწევდით პედაგოგები. თქვენი თვალები გენია მაგი, ვარ მორიდებით უკან ნახევი. ბავშვებს ღვთიური ენის ამაგით, მთაწმინდის ცოდნა უკარნახევით. კარგად იცოდა მათემ ატიკა რომ დააანახეთ პაპით აგორა. ცოდნას გვიმატებს მათემატიკა, სამკუთხედები და პითაგორა. მითი შემორჩა არქივს მედეას, ქართული სიტყვა მედიცინაში. მასწავლებელი არქიმედეა, ამოტივტივდეს მტრედი ცხინვალში. არ მაზარმაცებს შაბათი, კვირა. სწავლა უყვარდა ადამს ევამდე. თქვენი მოსმენა შარბათში მძირავს, ორშაბათიდან პარასკევამდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი