რა?სად?როდის? ლექსი
შენ გვარსახელის წინა მარცვლების - ჯამით, მიიღებს სინონიმს თასი? არც რეცხვის დროა -სწორი -არც ვლების- გულში-ფეთქავდეს გრძნობათა დასი. შენ გვარსახელის შემდეგ მარცვლებით, ღმერთმა ადამად მაქცია თიხა. და შენი გვარის წყვილი მარცვლებით, მოგეფერები გიყვარებ სიხა. და შენი გვარის შუა მარცვლიდან, ყოფილა თურმე ღაწვებზე რაც რუ. სიმართლე ფეთქავს ლექსის მარცხნიდან და არ მიწოდოთ ორგული და ცრუ. რომ მივამატე ახლა ამ რუს ლი, არ მეძინება მაკლდება რული. თუ აქილევსის მიპოვე ქუსლი, გთხოვთ არ მომიკლა ნატანჯი გული. ბოლო მარცვლები ნაკლული რძეა, ამის დამწერიც ადამის ძეა?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი