ტანტალი
თავით გადმოვხტე მსურს ისკალიდან, ვერ გაგასხვისე ჩემო ტანტალი, როცა გამაგდე გუშინ კარიდან, ღია ფანჯრიდან შემოვტანტალდი. ციდან გადმოღვრის გრდემლს გრიგალი და დაფრთხდენ, დაიწვან მეხზე მხეცებმა. ეს გულისფორმის ცრემლი თვალიდან, მზეს ცისარტყელის ფეხზე გეცემა. ოთხივე მხრიდან მარსი, ვენერას გამოუცხადებს დიდ ომს მესამეს. გამხვევ საერთო შარში გენერალს, ცას შევუკვეთავ იმ დროს მესას მე. თავით გადმოვხტე მსურს ისკალიდან, ლექსს გიშენებდი ჩემო ტანტალი, როცა გამაგდე გულის კარიდან, ღია თვალიდან შემოვტანტალდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი