სპეკალი
გცვივა ზურმუხტები თვალებიდან, შენში ხელუხლები ფირუზია. კოცნა გაიმეტე ლალებიდან, გიშერს ჩამოგვარცხნე ილუზია. გულზე გიკიდია საფირონი, მათრობს წყალი- პეშვში ამეთვისტოს. ცაში ვერ ისვენებს ბაირონი, უნდა სიყვარულით ამეთვისოს. ღიმილს ასხივოსნებ ბროლებიდან, ყელზე ისპეტაკებ მარგალიტებს. მსგავსიც ,რომ არა გყავს ტოლებიდან, წრიდან არ გავცდები ფარგალიტებს. ადრე იძინებდა - გული ნანით, დღეს კი მთვარე მჩხვლეტავს ეკალითა . თვალს არ მახუჭვინებ კულინანით და სხვა უთვალავი სპეკალითა. კოცნას გავიყოლებ ლალებიდან, გიშერს მოგაშორე ილუზია. გცვივა ზურმუხტები თვალებიდან, წამო ღმერთთან ახლოს ფირუზია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი