არ მოკლათ.
მე მიწის მონას აღარ მიკარებ- ახლოს ქალაქის ხოდაბუნები. პირობას გაძლევ არ გიღალატებ, სიტყვა მომეცი ,გთხოვ დაბრუნების. ჩემს რითმებს ზრდიან ათაბაგები, ლექსის მდინარეს- რუს,მთა,ველისას... მოვალ გულამდე რათა ბაგებით, გითხრა შაირი რუსთაველისა. გქვია სახელი თამარდედოფლის, მქვია სახელი ერთაწმინდელის. ჩემთვის გათხარეს სამარე სოფლის, შიგნით არ ვწვები -მე მთაწმინდელი. რას შეგედრებით აბა მე რანგით, ხმა ისმის მხოლოდ ჭრიჭინობელის. ღმერთმა შეგარგოთ საბა,მერანი... ჩემში არ მოკლათ ნიჭი ნობელის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი