მარში
კუზი ამოდის მარსის ლამაზე. მიჩიჩინებდა სულ ამას ზევსი, ცაზე მოგხიბლა რა სილამაზემ, რომ გვერდით გიზის ულამაზესი- -ცის საოცრება პირამიდაო, გულს თვალწამწამის კამა გეისრა. მე, კლეოპატრამ პირად იამო, ვარდის მუცელში გამაკეისრა. ცხენ არაბულით მე ბედუინი, ვტოპავ ნილოსის არაფონობას. მიშენებს ქვიშის სვებედს დიუნი, მიშლის სამუმი ფარაონობას. დღეს სიყვარული მუმიფიცრდება, ყურიდან უღებს სიმბა ბრბოს ბამბებს. ოთხ მერთეგ შუა რუმი ფიცრდება?! ის უდაბნოშიც იბაობაბებს. გულზე აყრიან მარილს კართაგენს... შაქრის მდინარე პირმა იდინოს. როცა მშვიდობას მარსით კარგავენ, ანხს ყელზე აცმენ პირამიდიონს. ლექსით ვუბრუნებ ვალს სილამაზეს, რომ სიყვარულით ამდენს ვპერსონობ. მთვარემ ეცეკვა ვალსი ლამაზ მზეს, მე, მამზადებენ სამენდელსონოდ. /პოეტ პოეტიშვილი/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი