ჯენლანდია


კი იცი უნიღბვოდ ვმასკარადობ,
დაგყვება პოეტის ჯენ ლანდია.
მიყვარხარ გაგიმხელ აშკარადო,
ვერ გადნა უმზეოდ გრენლანდია.
ცის ტბაში მზემ -მთვარე არ მაგედო,
ცრუ რწმენით მკაკვავდა გუგულოსი.
არ მინდა მოვესწრა არმაგედონს,
ბრძოლაა გულის და უგულოსი.
ევროპას გიერთებ აზია რომ,
გვერქმევა უცილოდ ევრაზია.
ღმერთი გვყავს ღმერთმანი საზიარო,
გულს მიხსნი ჩაკეტილ ბევრრაზიანს.
დაგხვდება კარის ქვეშ წერილები,
შამპანურს ვუმადლი პერინიონს.
ცისფრადა ყანწები ფერილები,
ჰალსტუხად მაისი შევიბნიოთ.
ვერ ვმშვიდდი ჩაის სმით ცეილონის,
ტრფობისთვის გამოცდა დრო ტესტია.
ყალყზე დგას სულ ყველა ნეირონი,
სახეზე ცრემლების პროტესტია.
პოეტი ლომის ტანს რო აზისო,
სფინქსია გდარაჯობს პირამიდას.
უგულო უდაბნოს ოაზისობ,
და თმენა ფიალის პირამდინა.
ო როგორ შორსაა ისრაელი,
ჩამოვალ შენამდე ცოტა ხანში.
იქნება იცოდეთ ვის რა ელის,
სულია მთლიანად როცა ტანში.
დღეს თეთრებს ხელები მოცენტვია,
გულებზე კოღოებს დავაკლავდი.
ვალს ვიხდი ბენჟამინპროცენტიანს,
მე უფრო უშენოდ გავღატაკდი.
ჩამითრეს ფსკერამდე ბერმუდები,
რომ არ გვაქვს ამურის სამკუთხედი.
წახვედი ჩემამდე ვერ ბრუნდები,
რომ დღეებს დღისითაც მამწუხრებდი.
გავიქცე ლექსიდან ან ჯარიდან,
მე ამას ჩემიდან გამოვრიცხავ.
იქნება ვისკუპო ფანჯარიდან,
ამისთვის ნურავინ გამომკიცხავთ.
თოფის ხმა მაყუჩით ჩაიხშობა,
შურდულით იადონს ქვებს მესვრიან.
ჩინეთმა ცინი და ჩაი შობა,
ჩვენს მიჯნას გოდებაც შემესვრია.
ომები არა ღირს ჯვაროსნულად,
ლომგულსაც აკვირვებს სალადინი.
ვიფრინოთ ხალიჩით ჩქაროსნულად,
რომა ხარ ჟასმინი ალადინის.
შავ თალხსაც შეგიცვლი სარა ფატით,
ვალენტინს უყვარხარ ვალენტინა,
ნობელი პერესს და არაფატის,
ისრაელს გიხუტებ პალესტინა.
მთვარეზე ჯვდებიან ღამურები,
რეი ჩარლზს ხედავენ ხვალ ჯაზირად.
ლექსებს ,რომ ვაფეთქებ ამურებით,
ტერორისტს მიწოდებს ალ ჯაზირა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი