მე და ბაგრატი


ვეძებდი ჩემში ღმერთო ქრისტიანს,
შევხდით ერთმანეთს მე და ბაგრატი.
თვალზე ცრემლებმა შემომიტია,
გული მიტარებს ვხედავ კარანტინს.
ციდან დაყურებს ია აიას,
ჩეროში ქარი შემოსისინდა.
სურვილებს ვუთქვამ ჭიამაიას,
ანგელოზივით შემოსილს წმინდას.
შემოვიარე ყველა სიწმინდე,
ჩვილი ბავშვივით ხოხვით,ტაატით.
ქრისტიან ქალზე დღეს დავიწინდე,
ზარით გალობდა ხორხი ბაგრატის.
ქართულად ვუხსნი უცხო ტურისტებს,
ბაგრატის ტაძრის ალბათ გიდი ვარ.
კვლავ სინანულით უხმოდ გული გტევს,
რომ არასოდეს არ გაგიგდივარ.
გადავაფინე შუქი მე რიონს,
შემოეხვია სევდა ნარატივს.
დღეს ერთად მდგარი უქიმერიონს,
რამ დაგვაშორა მე და ბაგრატი ?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი