გალა-Teamo


არა მაქვს ნიჭი თეატრალური,
არც არტისტული მე, გალა, თეა.
პიგმალიონმა თელა ტრაური,
უნდა მიყვარდეს, მეც გალათეა.
საკურის უკან მისაკუთრება,
მინდოდა, მაგრამ მემალა თეა.
თეთრი თითების სისათუთეა,
მთვარეზე მზრდიდა მე ამალთეა.
გეას არ უნდა ლეთა გეამო,
რომ გამახსენა გალა თეამო,
პიგმალიონის გალათეამო
და სალვადორის გალა Teamo

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი