შობა


დღეს მუცელს იტკივებს ბეთლემი,
ერთ წამში სამოცით ქრის კესი.
სიკვდილო სიცოცხლედ მეთლები,
შობაა ლექსის და ქრისტესი.
სამკუთხედს მზის სხივი ესიმა,
ქნარიდან ვუგალობ ნაზ არეთს.
აი სემ ! ქამი მაქ! მესია,
ბეთლემი იზრდება ნაზარეთს.
ჯვარედინ რითმაზე გოლგოთა!
ზარს რეკავს სიონი,ქრის კესი.
იესო მამაა გოგოლთა...
პოეტი შვილია ქრისტესი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი