ბეატრიჩე
გულს მომახვიე პარადი გეგმით, პარნასს უყურებს ბერეტი,ჩემო. ალიგიერის პარადიგმებით, ლექსს დაეუფლე ბეატრიჩემო. ალფას სიყვარულს ბეტა ირჩევსო, შენ შვილის გამო გამაშიშვლებო, დაგეუფლები ბეატრიჩესო და პოეზიას გამაშვილებო ხელი, რომ გთხოვო, ვაპირებ დანტე, მთლად გააშიშვლა გალი იერმა. ვწერ, ვილექსმენე და ვიპედანტე, შენს, გამო ახალ ალიგიერმა. მეკეკლუცები პირადი გეგმით, გაჩვენებს ამფითეატრი ჩემო, რომ პოეზიის პარადიგმებით, გამასალოსე ბეატრიჩემო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი