რიონი


ერთი ვანი, ორი ონი,
მაკვირდება ორიონი,
მორიალებს ო, რიონი,
მოაქვს ჩემთვის ბორიონი
მე რა ხეირს მაყრი ონი,
უმოყვარო მაყრიონი.
წყლწითელა კი რიონით,
შეიღება კირიონით.
უნდა ჩქეფდე მხნედ რიონი,
აჯაბანო მხედრიონი.
შენ იდინე აღმა რიონ,
რომ ვერასდროს აგამღვრიონ.
ქიმერიონს,იმერიონს,
გაუმარჯოს ივერიონს
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი