მორიელები


ისმის მუსიკა სკორპიონების,
მე შენ მიყვარხარს memory- ელის.
სასწრაფოდ მოაქვს "სკორს"პიონები,
რომ მაქვს თვისება, მე მორიელის.


სულში გვარისფერ თოვლივით ქინქლავ,
ანგელოსის ცრემლს მიღვრი კანკელო.
სმით თვითმკლელობას ლოთივით ვიკლავ,
მინდა მორიელს მიღვრიანკელო.


ჰოარაობის ჰოროსკოპია,
პაატას ბანი ექოს კოპია.
ულტრაბგერები ჰო, როსკიპია,
რომ გადაგიღოს ექოსკოპია.


მუზა მზეს ჰგავხარ და მივამსგავსე,
პოეტის მთვარე კუდს მორიელის.
სტიქონზე რითმით მივდივარ გავსებ,
ჩამეხუტები თუ ორი ხელით.


ისმის მუსიკა სკორპიონების,
მე შენ მიყვარხარს memory- ელის.
სასწრაფოდ მოაქვს "სკორს"პიონები,
რომ მაქვს თვისება, მე მორიელის
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი