ს(ა)ვანეთი


მოვლინებულა ანგელოსთა დასად სვანეთი.
სულთა სავანე, სანეტარო დასასვენეთი.
ბედითი, ბედით შემიცვალოთ უნდა ან სვეთი,
ლამის ვიხილე ამას წინათ ნათლად სვანეთი.
კითხვის ნიშანო არ მპასუხობ მძიმე სასვენით?
ჩემო გურიავ და აჭარავ, მიძმე სვანეთით..
მთვარე ამთქნარებს, სახე უჩანს ღამე ნათევის.
სავანანეთია თეთნულდიდან მანთებს სვანეთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი