კოლინა


ქვეყნად არსებობს ათასი მსაჯი,
ვფიქრობ რეფერიც მისი კლონია.
ხელზე ეკეთა საათი მაჯის,
კვნესის კოლონა, უსტვენს კოლინა.

ვიხსენებ, ინგლისს, მაიკლ ოუენს.
აუტიც ხათრით არ ასროლინა.
არ გაიყიდე, არ იკლოუნე...
მე, გაძლევ მწვანე ბარათს კოლინა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი