ვესტალი
მომეკიდება მარცხნივ west ალი, იტალიიდან ილტვის ეს ტალით. რადგან პოეტს არ მარცხვენს ვესტალი, მარცხნივ ჩემს გვერდით ივლის ეს ქალი. ველტვი ვესტელის ცისფერ ეკრანზე, ვირტუალურად ვიტყვი ვესტალი. კარგ ჩვეულებას მზით შეეკრა ზნე, ვესტას სვეტია ანასვეტალი. ისე მოხშირდა გადაგვარებით, სინდის-ნამუსის მეანტესტილი, გვიწევს ბზის ცოცხით გადაგვა ბერით... ამოიკითხა ენამ ტექსტილი, რაც მზეს ეხვია ლენტად ვესტალი, სად ამოხეთქა ეტნამ სვე ალტი?! დავდგათ პატარა პიედესტალი და დიდ სიწმინდედ იდგეს ვესტალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი