08.08.08.


მარიამობის თვეში დათვის "ჩუმ" აგრესიას,
ქართველი მგლურად ეომება უმაგრესია.
მთვარეზე ვკაწრავ ,მე გმირებზე ღამით ლექსებს და
რადგანაც მათი გმირობანი გამირეფლექსდა.
გმინდა ისმოდა ცხინვალიდან,ახალგორიდან,
მე, თქვენს გმირობას ვაკვირდები ახლა შორიდან.
შალვა იარას უფარავდა დაჭრილ ჩადუნელს,
თუმცა ის გზაში გარდაცვლილა ,ცრემლს ვერ ვადუნებ.
გმირ ბაბუციძეს სურდა ბრძოლის ველზე დარჩენა
და მჟავანაძე ვერ მოესწრო შვილის გაჩენას.
ტყვედ ჩავარდნილი არვის გასცემს ანწუხელიძე,
ვინ გაგვიწითლა თეთრი ღამე ან წუხელი რძე?!
ო!წიქარიძე შეეწირა ტანკის მუხლუხებს,
დიდება გმირებს! ჩვენ მათ ხსოვნას წუთით ვუმუხლებთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი