თებე


მათქმევინებს მითი თების,
უტალანტო თებე რვალის.
ათენია მითითების
და თენება თებერვალის.

შეგიცვლია სალო ნიკი
და ქალაქი სალონიკი.
გწვავს პოეტის აპოლოგი,
გიყვარს როგორც აპოლონი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი