ქუთაისის თაისი


ქვას დავახალე, საათი თასმით,
უთუოდ მთუთქავს ა, ქუთაისი.
ვთრებით თუთიის ათასი თასით,
თავბრუს მახვევდა, აქუ, თაისი.

ერთი ლექსისთვის შვა, ცოლად საქმრომ,
თან-გავს თეთრ თითებს თავისებურად.
თეთრი ხიდის ქვეშ, შავ ცოდვას ვსაქმობთ,
თრთის თეძოები თაისებურად.

თოვლის თაბახებს თვლის თებერვალი,
სათუთი ქურქი საქუთაისო.
თეთრ მთვარეებით მითვლემს ბევრთვალით,
საით გამიშვებთ, აქ უთაისოს?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი