მგელი


მგელი ხუნდების გარეშე დადის,
და ჩემი ლექსი რითმების ხროვა.
ჩემი გულია დაჭრილი ხვადი
და ფორთხვა-ფორთხვით ძუ მგელთან მოვა.

აგხსენ ბორკილი ,ვამტრევ ვოლიებს.
უკვე მოსულა განწყობა ცეკვის.
და ზღვის ტალღებზე მცურავ თოლიებს,
ნაპირს ულოკავს მოზრდილი ლეკვი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი