ია(ვიოლეტა)


აი ია, დედაჩემთან დარჩი ლია,
რადგან მეფე დედოფალო არჩილია.
რომ მარტს მეტად, ნამეტნავად ამარტებო,
დროა იას, თავი უძღვნათ ამარტებო.
მწვანე კორდი გაფირუზდა ია გუნდით,
და ტუჩები მოეთხუპნათ იაგუნდით.
ჩათვლიმა და მოეკიდა იას რული,
თვლემს საათიც სამი არის აი-სრული.
ხან კეკლუცობს, თავს სარკეში იასაკებს,
ხან ხარკს ითხოვს ლაჟვარდოვან იასაკებს.
აფროდიტე დღეს ეტრფოდა დიდ ადონის,
ვარდი იას, ბულბული კი იადონის.
პარიზიდან ავტირდები ტრიოლეტად,
ლტოლვილ ლტოლვით ლილიტ,ლოლიტ, ვიოლეტა..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი