მარტის მამალი


ზეცის თვალები გაწვიმს ფრთამალი,
რომ დრო დაჩრდილე ინის აწ ოლით.
არ გაძინებდა "მარტის მამალი",
არ გასვენებდა "რკინის საწოლი".

ლიხსიქეთობას ლიხი მიფიტებს
და უშენობას ასტრით ვგონებდი.
თიხის ხელებით "თიხის ფირფიტებს,"
ოქროს ასოებს ასტრიქონებდი.

შვილი ლექსები, მამა ოთარი.
მარტმა გვაჩუქე ია გულღია.
შენ არ გჭერია ამაო თარი,
არც სხვა ქვეყნისთვის გიაშუღია.

გადმომაყარე თავზე ფაფარი,
სიმბა რითმების დასით ვაღურობ.
მომეც შენს გვერდით თავშესაფარი
და სიყვარული ვასიღნაღუროთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი