აპრილი
ბედნიერია მარტი-აპრილით- დადის მინდორში ხელებგაყრილი. რამდენი ღამე მქონდა დაღვრილი, რამდენჯერ ვიყავ ტრფობით აცრილი. მარტმა გესროლე აპრილს იები და აპრილი ხარ ცისფრად დაჭრილი. სტრიქონის თოფში- რითმის ტყვიები, შენ კი სამიზნე ცაში აჭრილი. მე როგორ მიყვარს შენი კაპრიზი, მინდა დაგხატო ცაზე აკრილით. მითხარ მოგართვა კარგო რა პრიზი, ლექსი არ ტყუის პირველ აპრილით. რამდენი ღამე მქონდა დაღვრილი, რამდენჯერ ვიყავ ტრფობით აცრილი. ბედნიერია მარტი-აპრილით- დადის მინდორში ხელებგაყრილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი