ყაყაჩო
ჩოხაზე ჩვილი ყაყაჩოხელი, მისხმული სისხლი ახალუხისა. უნდა მოგართვა ყაყაჩო ხელით, სხვა სიხარულით ახლა უხ! ისა. ეჭვიანობით სხვა ყვავილებთან, ქიშპი გაქვს, ჯიბრი, დავა ყაყაჩოს. ყივჩაღის ყელით ჯაყვა წითლდება, რომ ყველა ყანა დავაყაჩაღო. შავ ზღვას ლურჯი ცის,დაისღაჟღაჟა, შავი თვალებით ჩაყვა ლოყები. ცაზე გამოჩნდა დასი ქალვაჟთა, ჩუტყვავილები ყაყაჩოების. თავს აღარ მომჭრი პოეტს სახალხოდ, პაატას გესმის, ყაყაჩო ბანი. სხვა გყიდის იაფად მოგრთეს სადახლოდ, ყაყაჩოს ყანას გაყვა ჩობანი. მთვარემ პოეტის პირი დააღო, რომ პოეზია ჩვენი ჩაყლაპოს. გთხოვ, რომ არავინ შპრიცით დადაღო, და ნუ მოწამლავ ვენის კალაპოტს. გულს ამიჩუყებ, რომ გაუჩინო, ლადოს "კრწანისის ყაყაჩოები" და რომ არავინ ომს გაუცინოს, ყველა ყიჟინას ცალყბად მოვყვები. გლეხები მსხლავენ ზვრებს და ვენახებს, რომ ვაზის ცრემლში შენ შეგინახონ. დროს დავენახე , ვერ დავეხანე, ვირებმა, რომ არ შეგეხმიანონ. გთხოვ ორი ხელი ყელზე მომხვიე, რომ კავალერი დამახრჩოსავით. ფეხს ითრევ, დროა წელსვე მოხვიდე და გამახარო ყაყაჩოსავით. შენ უნდა იყო ფეთქვა ერისო, არ მინდა თავი ლავიწს ჩაყაყო დრო დადგა ვფიქრობ ფერთაფერისო, ხელი გთხოვო და მკლავი ყაყაჩო. არ მინდა ვინმე გამყვეს ჩერჩეტი, ჩოხისთვის გირჩევ ყაყაჩოხელი. თუ სიყვარულით გავყეყეჩდები, გთხოვ არ დამახრჩო ყაყაჩო ხელით
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი