კესანე


მთვარემ დამპირდა საანკესანემ,
ოქროს ქალთევზი და გისურვილებ.
აყვავილდები სანამ კესანე,
დარდი ვარამით დაგიურვილებს.

აგებთ სულ-გულის საკნებს,სენაკებს.
სენეკამ დაწვა უკვე ნერონი.
ჩამოკიდებენ აკვნებს კესანებს,
რომ არ გაიზრდნენ უვენერონი.

დღეს, შენს ხელშია ბედის ფორტუნა,
ძვირფასო გული არა დამწყვიტო.
მართალი შუბლი მედიდფრონტუნა,
არ მოგწყვეტ და შენც "არ დამივიწყო"

სული კესანემ ააკვნესანე,
ვგრძობ, ღმერთმა უწყის, მე რას კესანე.
შენს სახელს მკერდზე დამაკემსავენ,
რადგანაც ნარცისს მესარკესანე.

ღმერთო ერთსა გთხოვთ აყვავილებით,
მე სხვა ყვავილი არ დამიწყვილო.
იმედს ზმანება აყვა ვილებით,
ლივლივით ვივლი, "არ დამივიწყო"-

- ჩემო კესანე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი