ილღაზი
მთვარეს აცვია ღაზლის წინდები, ფეხაკრეფით ჰყრის ცეცხლებს ის ღაზლი. როდესაც თურქზე დაიწინდებით, დაუფრთიანებთ მერცხლებს ილღაზის.- წინ მოუძღოდა სამასიათას, ნამგალხმალიანს ოსმალეთიდან. ვასმევ სამსალის ამასიას თასს! მტერს არ გვახსენებს მოსმა ლეთიდან! ლოთი გამოვჩნდი სადაც უფრო მე, კარგს რას გვიქადის ლაღის ზარხოში?! გადაულოცეს, გადაუფორმეს, ქართული მიწა საილღაზოში. უნდა მშვიდობით ომს მოგვა, შორეთს. უნდა გვახსოვდეს სარდლის ღაზობა. დიდება დავით,რომ მოგვაშორე, დიდი თურქობა და ილღაზობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი