გელინო


ახლა გაპარვებიც მოდაშია,
მინდა სადაც ვცხოვრობ იგელინო.
ჩემი სიყვარული ოდაშია,
დროა შენებს სიძედ მივევლინო.

ვშალე სიძულვილის ნატამალი,
იყოს სიყვარული პატას ბრალი.
გზა გვაქვს დარჩენილი სატაძრალი,
ნეფეს ეყვარები პატარძალი.

ციდან ლაჟვარდია ნატირები,
უნდა შეგიყვარო იმ ფერიდან.
არ ვარ მსგავსი იცი სატირების,
შენ კი ყველას ჯობნი ნიმფებიდან.

თავს ნუ მომაჩვენებ ამორძალად,
შენებს სიძედ უნდა მივევლინო.
დროა დედოფალო - წამო რძალად,
დროა ჩემს სახლში რომ იგელინო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი