მუზის მეფე


მუზად იქეც თამარი,
და სამიზნედ კამარის.
"მუზის მეფე" ამ თარის,
სულში ნაკამკამარი.

მთვარეზე დამარხული,
მომცა ნასამ სამარის-
-პირი-მიწით მარხული,
ღმერთი ნასამსამარი.

ვთრები მთვარის მათარით,
თვალებს ნაბავს აფთარი.
მთვარის ფერსო თამარის,
თმებით ნაბაბაფთარი.

კამასთან მაქვს კამათი,
გავთამამდი თამარით.
ალჩუ დგება კამათლის,
ბედი არის რა მათი.

ცხრა პლანეტა, ცხრა წყარო,
ცხრა ცის ქვეშ, ცხრა მთა არი,
სილამაზის სამყაროს,
მთავარი ხართ თამარი.

ტვინის მატერიაში
ვიაზროვნებ ტამარით.
ძილის არტერიაში,
არ მაძინებ თამარი.

მოჭედილმა კამარამ,
აკაშკაშდა ამარით.
რაც ღამემ არ მაკმარა,
დღისით მეყო თამარი.

სულის ძეგლის აღმართვით,
ცრი ცის-ნამად თამარი.
გული მართლა ამართვი,
თრთოლვით ნათამთამარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი