აქილევსი


სამიზნე ვარ ავი ლექსის,
მესვრის ისარს ?! კი პარისის.
"სქელი ქუსლი" აქილევსის...
მოკლე კუბო კიპარისის.

შემომინთეს, მეორდება,
ექვსი მხიდან ალი ექვსი.
ვერ იქეცით მეომრებად.
თქვენ გაგაქცევთ აქილევსი.

დაიშლება ილიონი...
თვალისგულზე ქალი ესვი.
მელექსეა მილიონი 
და ერთია აქილევსი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი