ძახველი
მსახვრალი ხელით გხერხეს ძახველი, ასმათის ასთმამ, მე დამძრა ხველით. ხალასი სახის ერთხელ მნახველი, არა ვარ ტრფობის მე დამძრახველი. საკუთარ ჩრდილში იწვა ძახველი, კალმის მხატვარი ვარ ამსახველი. გამიხმეს ხელი,მიწა საყრელი, რომ ვარ ამ ამბის თანამზრახველი. გული საკუთარ ხელით გავხერხე, შემოიტია ნეშომ ძახველი. ფიქრობ სიცოცხლეს გლეხი ვახერხებ, სიკვდილი დამრჩა შემომძახველი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი