მოდი ჟანა


მზე მოლბერტებში ამოდიოდა,
რომ გაებრწყინა ამად ეოსი.
სამხატვრო ლექსი და "მოდი" ოდა,
უნდა გაჩვენოთ ამადეოსი.

ვარსკვლავთა გუნდის ესტრადებია,
მზეს მთვარე იწვენს ცისფერ მკლავებში.
გედივით მღერის ეს ტრაგედია,
ბედნიერების სიფერმკთალეში.

მოდი დილიდან მოდილიანობ,
ძველ ვალებს ვიხდი ახალთ ვალებით.
პოეტი კალმით მოდილიანო,
ჟანას დავხატავ ახლა თვალებით.

გამითენდება ამად ეოსი,
არ მყავს შენფერი მადამეოსი.
რექვიემს უკრავს ამადეუსი
და ჟანას ხატავს ამადეოსი.

ყველა საძილე არტერიაში,
სისხლმა შედედდა იარაჟანა.
მოდით პოეტის პარტერი-აში,
გამეხსნა ძველი იარა ჟანა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი