ლექსში ფუფალობ
ატმის ყვავილის კაბით ფუფალობ, შენზე დასტური მითხრა გვირილამ. ვწერ და კალამით არ ვხელუფალობ. ყინვამაც გული ვერ გამიგრილა. ღამის ფიქრების მუზად გირჩევ მე, მთვარე ნემსის ყუნწს, უნდა მატიონ. იცი სადამდე? ცამდე გიჩემებ და უშენობას ლექსს ვერ ვპატიობ. ყოველი დღე და ყოველი ღამე, რა ხანია ვერ ვთავისუფალობ. ერთგული ძაღლის თვისება ვჭამე, რომ იდედოფლო და იფუფალო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი