პატრიოტული ფრაგმენტები


მინდა ყველა მტერი და მოღალატე დავცხრილო,
მერე მათი ლეშები, ჩემს მიწიდან გავცხრილო.
საქართველოს ფილტვიდან სული მეც მიბერია
და ქართლოსის გულიდან იბრწყინებს იბერია.

საქართველო ღვინის და სამშობლოა ვაზეთის,
ამას წერდა მსოფლიოს უთვალავი გაზეთი.
პავილიონს ქართველთა ჰქვია ღვინის აკვანი,
მინდა გულით გატარო ანდა ხელში აყვანით.

იაზონი სიცრუით თავს აყვარებს მედეას
აიეტის კოლხეთი გმირის მოიმედეა.
საქართველოს წარსული არის ოქროს საწმისი
რა მადარდებს? აწმყო და მომავალი აწ მისი.

ოდითგანვე გემუქრა მდინარისგან წალეკვა,
შენზე მოძღვნილ ლექსებმა მაჯებირა, მალეკვა.
ფარნავაზმა ალაგმა ბატონობა აზონის
და გაზარდა მცხეთის და ქართლის დიაპაზონი.

შემოჰქონდათ სიწმინდე ანდრიას და კანანელს
და აჭარის დაჩაგვრას ვფიცავ ყველას ვანანებ.
გზა ნათელი ნინოსი,გზას უნათებს მირიანს,
ნასხლავებზე დედები ვაზის ცრემლით ტირიან.

ციხე-გოჯი ,პეტრა და ეგრისია-ოდიში,
ყველა მტერი ვაჩოქოთ ,ვახდევინოთ ბოდიში.
მე მშვიდობა მწყურია და მშვიდობას ომი შლის...
საქართველოს მიწაზე სიარულს ვინ მომიშლის.

ჩემი ქვეყნის სიყვარულს ,ამ ლექსებში ვამქაშებ,
იქნებ ზნე შეუცვალო მჯდომიარე დამქაშებს.
არ გვაკლია ქიშპობა,ბოღმა,შური,სიმუხთლე
და მცხვენია, როდესაც მტრის წინაშე ვიმუხლებთ.

ქართლის დედას აფერუმ გამოზარდე პაატა,
ცოტნე,შალვა ,თევდორე...ლექსმაც გაიტაატა.
რა გამოლევს ნასახლარს,ნატაძრალს და ნაციხარს,
ვინც აღადგენ,აშენებ,სანიმუშო კაცი ხარ.

ვინ წაგვართვა ტაო და მიიტაცა ლაზეთი,
ახლა ლამის წაგვლიჯეს,ოსეთი აფხაზეთი.
ქართლის დედის ღაწვებზე ცრემლი ნამული დათვით,
ახლა ჩემი ლოზუნგი ბრძოლა მამულისათვის.

შენ ერთ გოჯა მიწასაც სხვისთვის ვერ იმეტებდი,
არ დავზოგე ხოტბა და ქების ეპითეტები.
არასოდეს ეკეთა ვაჟკაცს წელზე ქარქაში
და შეწყვიტა მურმან-ყრუს ,და შაჰ-აბასის პარპაში.

ზოგი მართთლა მეფობდა!იჩოქებდა ზოგი ტყვე.
მინდა ქართლის ცხოვრება რეალურად მოგიყვეთ.
მატიანე ქართლისა დაგვიწერა მროველმა,
წაიკითხეთ გმირობა სააკაძის ყოველმა.

როგორც ადრე ბავშვობას ვაგორებდი გოგრასა
თურმე მასე მტრის თავებს აგორებდი გორგასალ.
დაგვიტოვე ლეგენდა,ხოხობის და მიმინოს
დედა- თბილის-ქალაქში უნდა შემოგირბინო.

გალავანი იმაგრე მედგრად დადექ მეტეხო
ღმერთმა ნუ ქნას ვაზიანს-ერთი ლერწიც შეტეხონ.
მტკვარი მოწმე ყველაფრის ალბათ ტივზე მომელის,
როგორც მისი ერთგული ლექსის ყარაჩოღელი.

მივებაძოთ დადიანს,თაფლწასმულს და ბუზიანს,
სამარეც ვერ ასწორებს ყორღანაშვილ კუზიანს.
სიყვარული მოყვასის მაგალითი არსენას
და ამ ლექსებს ოდესღაც ნახავს ფართო არენა.

ქართველ,ოსმა,აფხაზმა შეეგებონ ალიონს,
მტრის ჯინაზე ფიალა ვახტანგურად დალიონ.
გმირობაზეც მეტია რასაც ვხედავ ელოში-
ცხრა ლომგული გაზარდა მცირე საქართველოში.

რა ვუშველო მასწავლეთ-ამ მხურვალე ტაშის კვრას,
რომ ქართველმა ქართველზე გაიმარჯვა ტაშისკარს?
შენი წმინდა საძვალე ,გელათი და მთაწმინდა,
პატრიარქი ლოცვებით დიდ ცოდვებსაც განწმინდავს.

შეკრებილა გარშემო,ტაძარს ერი სიონის,
სუხიშვილებს ბრავო და ბრავო ერისიონი.
საქართველოვ გოლგოთის ათას ჯვარზე გაკრულო
კოსმოსიდან გიმღერის ზაქაიძე ჩაკრულოს.

დედა-ენა იაკობმა შეგიდგინა სათუთად
რუსთაველის პოემა ყველა მგოსანს დათუთქავს.
ჩოხიანი ვაჟკაცი შენი გმირი შავლეგო-
ფიროსმანის ხელებით ლაჟვარდს შემოგავლებსო.

ჭავჭავაძის წერილებს კითხულობენ მგზავრები.
ლიპარიტის მაგვარი აღარ გყავდეს მთავრები.
ცრემლით სველი ფურცელი გადავფინე ბალკონზე
და თორნიკეს აჰქონდა სიყვარული ათონზე.

მტრობას ქართულ სუფრაზე ივიწყებენ მალავენ
და ერთმანეთს აწვდიან სიყვარულით ალავერდს.
მდგმურებისგან განვწმინდოთ სახლის ორი სართული
და ქაქუცას ულვაში სინდისია ქართული.

ზეზვასი და მზიასი-ევროპა და დმანისი,
არაგველთა სისხლითა გაჟღენთილი კრწანისი.
დასაჯიჯგნად არწივის მწადებაა სამ ქორის,
მაგრამ შიში გაუჩნდათ, დიდგორის და შამქორის.

ნათლიამ და ნათლულმა აატირეთ შინდისი,
რუს გენერალს გმირობით გაუღვიძეთ სინდისი.
ჩვენი მერაბ კოსტავა კაცი არი დიადი
თავისუფალ დროშაზე ლოცულობდა ზვიადი.

საქართველო ყოფილა ოდითგანვე ღვთის კარი,
მაგრამ ჩვენმა უფალმა გააბწყინა ცისკარი.
გვიცავს ორი გიორგი, წმინდანი და ბრწყინვალე
და დავითის ეპოქას ვიდღეისებ,ვიხვალებ.

როცა ბევრი მტრის კარზე ტინგიცობდით ,ბუქნავდით,
დიდი მეფე თამარი ამარცხებდა რუქნადინს.
როგორა ხარ ქვეყანავ?თქვი შავი ზღვის კაჟივით,
რომ მაია მწყნეთელი ომში გედგა ვაჟივით.

შენ ბუნებას ვინ ერჩის?ვინ აქცია მასალად?
მტერი გყავდა ურიცხვი ვერ გაქციეს ვასალად.
მხეიძეთა გმირობა სახელია არგვეთის,
წინაპრებზე აუგი ,დღეს ქართველებს არ გვეთქმის.

ჭაჭანება აღარა მუსრი ავლეთ არაბებს.
გული შენით ამევსო და გადავხსნი დარაბებს
არ გვჭირდება სიყალბე და კერპებთან ჩოქვები
და აჭარის მიწაზე მოჩანს კვალი ფლოქვების.

სილამაზე წარმტაცი,სათნო, ლაზათიანი
და კრწანისის ყაყაჩოს გჩუქნის ასათიანი.
გვიკიდია ცეცხლი და მოთმინება ჩააქრობს?!
მინდა ჩემი მამული, დღეს ვერავინ დალაშქროს.

ჩვენთვის უმარტვილიათ,აბოსა და ქეთევანს,
შუშანიკის წამება-ურჯულოთა შეტევა.
ვისაც გინდათ იხილოთ საქართველო ნათელი,
ან მას ეკელაპტარეთ ან დაუნთეთ სანთელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი