როზა
მარტის ამარტი,იასპი როზა, ზე პოეზია, არჩია პროზას, მზა ასპარეზმა იასპიროზა, ხან უმიზეზოდ ხარ ჩია როზა. დღეს დაგამშვენებს სამადრიგალო, რაკი არაკი იგავა როზა. გულში გრიგალმა სამად გიგალო, ნამ-გალა მთვარემ იავგაროზა. ვუჩივი ნევროზს, მზემ ისკლეროზა, მარტმა ამინდი გაიგოროზა. ნისლმა თვალებში მესკლერა როზა, ძეგლს გიგებ, მინდა გაიგო როზა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი