თუთიყუში პაკი


წუხდა, ჩავსვი წუთით ყუთში,
ბორკავს თოკის თუთი ყუში.
ნისკარტს დამკრავ თუ თითს ყუით,
თუთის თავით თუთიყუში.

ატანტალდა პაკის ტანი
და დაიწყო პაკი-პუკი.
აბა მითხარ პაკისტანი,
ლაპარაკობ პაკი თუკი.

დღეს აკენკე კაკად ულო,
ლექსი გეკლო ნაკად სულო.
არა, არა კაკადულო,
ნუ წამლეკავ ნაკადულო.

გამიკვირდა "პოეტი ხარ"
მიკარნახე თუ რით ყურში.
ცას კისერი მოეტიხრა,
მოლაპლაპე თუთიყუშის.

მეფეს კლავს და აკრიტიკებს,
უთვალთვალებს კატა პაიკს.
მივუკეტე კარი,კლიტე
კარგად ვუთხარ "პაკა"პაკის.

ატანტალდა პაკის ტანი
და დაიწყო პაკი-პუკი.
აბა მითხარ პაკისტანი,
ლაპარაკობ პაკი თუკი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი