თეთრი იასამანი
დასნეულდა სამანი, არ სჩანს იას ამანი, ლაჟვარდ ციდან მოფრინავს, თეთრი იასამანი. მონავარდობს სანამ ის, სევდიანად სანამი, ამანათი ანათებს, ანებივროს ამან ის. აი ია-სამანი, მოჩანს აია სამნე, სანამ დაჭკნა ქვეყანა, მანამ აიასამნე. დამრჩა მინდი შენდამი, წმინდა სიტყვას ენდე მის... საქართველოს ედემი- ანგელოსთა ენდემი. პირზე ხელს ავაფარებ, ვფიქრობ გნიასს ამ ნებით, შავ შუშაბანდს შევმოსავ მშვენი იასამნებით. ვარდის ნამავთულხლართმა, ავნო იას ამანო, მორთე მიჯნა, სამანი თეთრო იასამანო. აი ია-სამანი, მოჩანს აია სამნე, სანამ დაჭკნა ქვეყანა, მანამ აიასამნე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი