ტიტა
სურვილი მაქვს, ტიტა გიძღვნა ან ტიტანი, აიტუზა ტანწერწეტა , ტანტიტანი. უკაცრავად, ბოდიშს გიხდი, ტიტა ნურით, ვერ გაჩუქე ვერაფერი ტიტანური. მ-არტისტული ყვავილები, ქალა ტიტის, ცისფერ ცრემლით ცას ეშვება სტალაქტიტი. ჩუტ ყვავილებს გამომაყრის დერმატიტი, დედოფლად რომ გაღიაროს, ერმა ტიტის. მიმიზიდე ანდამატით, მაგნეტიტით, მიუგნებელ გალაქტიკას ვაგნებ ტიტით. გზას დავადექ უკაცრიელს ნეფე ტიტის, პატარძალო ფატით გავხარ ნეფერტიტის. ლექსის მადამ, მეც გამიხსნა აპეტიტი, ნეტარობენ პლანეტები აპენტილი. მახსენდება ტიტანეთი ჰოლანდია. მიდიხარ და რაც დატოვე ჰო, ლანდია, შემაყვარა ნუთუ, დრომ დაიკო ტიტა, ღმერთმაც მთვარე, რომ დაიკოტიტა. ტიტის ჩიტი არ სწყვეტს, ტია-ტია ტიტინს, ტირის ტბასთან აკვირდება ტანჯვის ტივტივს. ჩუტ ყვავილებს გამომაყრის დერმატიტი, დედოფლად რომ გაღიაროს, ერმა ტიტის
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი