ლანდიში ანუ ტიან-სანის შროშანი
ადუდუნდა მდინარე, დინება აქვს რუს ნელი, ნესტოებით ვიყნოსე, სასურველი სურნელი. ქარით შეშინებული აშრიალდა შროშანი. შიშმა დამაშოშმინა, შავ შაშვს შვენის შროშანი. ბახაბუხი თოფების, ბევრს ტრაბახობს თაბახი.. ზეზეული სიზმარით- მეზმანება ზამბახი. ზღაპრულ მთვარის ანკესით გიჭერ მადამ დუმფარას, აფრა გაშლილ ღრუბლებით მთვარემ დამადუმფარა. ვარდი ყვავილთ მეფეა აქვს მიზეზი, შნო შარის, გელანდება ლანდიში ტიან- შანის შროშანი. შენ შროშნების თაიგულს არ გაშლიდი, ან შლიდი... მთვარის ლანგრით მოგართვა უნდა დაო ლანდიში. შროშანი და დუმფარა, ზამბახი და ლანდიში, მიგაცილებს ძვირფასო ყვავილების ლანდი შინ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი