ამალია


მთვარე შუაღამის თეთრი მამალია
ცას,რომ აკაკანებს ფრთამალ ამალიანს.
მელის რა მალი-მალ ერთი ამალია,
მმალავს უთქმელ გულში რა დასამალია.

წამწამცრემლიანი ცხვირწინ წალამია.
წყალი რას ჩააქრობს, ამ გულს, ამ ალიანს.
ლექსის რეცეპტს მიწერს, მუზის წამალია,
მიყვარს ამალია ნუ შლით, ამ ალიანსს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი